სლოვაკი ექსმეკარე: საქართველოში ვერტმფრენიდან თხილამურებით გადავხტი - ვიცი ბრაიანტის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი

AutoSharing Option
sportsdaily-სთვის მიცემულ ინტერვიუში სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, კამილ ჩონტოფალსკიმ თავისი ცხოვრებისა და კარიერის მომენტები გაიხსენა.

"ფეხბურთის მადლობელი ვარ, რომ ოცნებები ავისრულე. ვისწავლე ფრიდაივინგი, გამოვცადე თავისუფალი ვარდნა, ზვიგენებთან ვიცურავე, საქართველოში კი ვერტმფრენიდან თხილამურებით ფერდობზე გადავხტი. ვერტმფრენის პილოტის ლიცენზია მივიღე და ხანდახან პრაღასთან კერძო ვერტმფრენით დავფრინავ ხოლმე. Robinson R22, R44-ის და ევროკოპტერის ლიცენზია მაქვს.

ვერტმფრენი გასაკვირი რამ არის. სადაც გინდა დაჯდები, მაგრამ შეცდომის უფლება არა გაქვს.

კობი ბრაიანტს ძალიან გამოცდილი პილოტი ჰყავდა, მაგრამ ახალი მოდელით დაფრინავდნენ - სიკორსკი S-76-ით, რომლის ხელსაწყოები ძველ
მაღვიძარას ჰგავს, GPS საერთოდ არა აქვს. ნისლში ფრენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ორიენტირებს დაკარგავ და მორჩა.

ვიცოდი, ამერიკაში ცხოვრება ძვირი დამიჯდებოდა, მაგრამ ამაზე შეგნებულად წავედი. მესმოდა, რუსეთში გამომუშავებული ფულით თავს გავიტანდი.

ფლორიდაში ცხოვრება ზღაპარივით იყო - ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი! ინგლისური ვისწავლე, კაიტსერფინგიც, უამრავი საინტერესო ადგილი დავათვალიერე, მათ შორის, ევერგლეიდსის პარკი. ჩემს ამჟამინდელ მეუღლეზე ტრამპის პლაჟზე დავქორწინდი.

რა თქმა უნდა, ძველებურად ფულის ხარჯვა უკვე აღარ შემიძლია. პირველ მეუღლეს გაშორების შემდეგ 1 146 600 დოლარი გადავუხადე, რათა ჩვენს სამ საერთო შვილს ყველაფერი კარგად ჰქონდეს.

მოკლედ, ლამაზად ვიცხოვრე, გამომუშავებული ფული კაზინოში არ წამიგია. ასე რომ, ჩემს თავს ვეუბნები: "იყავი ბედნიერი!"

ჩონტოფალსკი "კოშიცეში", "ბოჰემიანსში", "ზენიტში", აელ-ში, "ლარისაში", "სლავიაში", "ფორტ-ლოდერდეილსა" და "ტამპა-ბეიში" თამაშობდა, სლოვაკეთის ნაკრების ღირსება 34 მატჩში დაიცვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული