შაბათს, 4 აპრილს, ტაჯიკეთში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი სუპერთასისათვის გასამართი მატჩით იწყება, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ისტიკლოლი" ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორ "ხუჯანდს" შეხვდება.
აღნიშნული მატჩი ცენტრალურ რესპუბლიკურ სატადიონზე დუშანბეში, მაყურებლის გარეშე ჩატარდება, 5 აპრილს კი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩებიც გაიმართება. კიდევ 3 შეხვედრა 8 აპრილს არის ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთში ჯერჯერობით კორონავირუსით დაინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.