მიხაილ მეტრეველს უკრაინის პრემიერლიგის პრეზიდენტობა სურს

AutoSharing Option
ეს საპირველაპრილო ხუმრობა როდია

"ТК Футбол"-ის წამყვანი მიხაილ მეტრეველი უკრაინის პრემიერლიგის პრეზიდენტის პოსტზე წარადგენს საკუთარ კანდიდატურას.

"ყველაფერი, რაც პრემიერლიგისთვისაა ცუდი, ჩემთვისაც ცუდია. ჯერ ამ პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატია და ოფიციალურად ვაცხადებ, წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას.

მე არც ერთი კლუბი არ წარმადგენს, ეს საკითხი არავისთან განმიხილავს და აზრი არავისთვის მიკითხავს, არც მხარდაჭერა მითხოვია. მე იმაზე არ ვილაპარაკებ, რომ მხარი დამიჭირონ.

პროგრამის პრეზენტაცია მექნება, რომლითაც ჩვენი გუნდი ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას და სწორედ მაშინ მინდა კლუბების მოსაზრებები მოვისმინო
- დაგვიჭერენ თუ არა მხარს", - განაცხადა მეტრეველმა.

პრემიერლიგის პრეზიდენტის არჩევნები 27 აპრილს ჩატარდება. ჯერ ამ პოსტზე კანდიდატურა მხოლოდ ლვოვის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ალეკსანდრ შევჩენკომ წარადგინა.

მიხაილ მეტრეველი დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში დაიბადა. ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და მედიაექსპერტია.