უტკინი ძიუბაზე: გასახდელში ფული აწაპნა, მეგობარს მეუღლე წაართვა, თქვენთვის კი გმირია

AutoSharing Option
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა რუსეთის ნაკრების თავდამსხმელ არტიომ ძიუბას კრიტიკაზე უპასუხა, რომელმაც მასზე თქვა, რომ კაფეებსა და სადგურებში მუშაობს კომენტატორად.

"ეს ამ ადამიანის პიროვნებას წარმოაჩენს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო თქვენი მისდამი გულწრფელი სიყვარულია.

მან კარიერა გუნდში იმით დაიწყო, რომ გასახდელში ამხანაგს ჯიბიდან ფული აწაპნა, შემდეგ კი საუკეთესო მეგობარს (სპარტაკელ ივან კომისაროვს - რედ.) მეუღლე წაართვა. კიდევ რაღა უნდა ვთქვა?

უამრავი გასართობი თავგადასავალი იყო, თუმცა რატომღაც თქვენთვის გმირად რჩება. მან სიტუაციის პროვოცირება მოაწყო, როდესაც ვიღაცამ ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენა და შედეგად, უამრავი
ადამიანი დაზიანდა.

იმის გამო, რომ ვიღაცამ "სამ ასოზე გააგზავნა", წარმოგიდგენიათ? გაბრაზდა. იჩივლა. მისი დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწია. გაგიჟდები კაცი.

და ასე იქცევა ეროვნული გუნდის კაპიტანი. მაგის დედაც, ნაკრების! მის გამო "სპარტაკის" ერთგულ ქომაგს ფეხბურთის მატჩებზე დასწრება აუკრძალეს.

მასთან სურათებს ლამის ძუძუმწოვარა ბავშვებთან ერთად იღებდნენ, რაც დაგეგმილი აქცია იყო. კარგი პიარაქცია.

რატომ წავუკითხე ლექსი თინა კანდელაკს და არა ძიუბას? ძიუბასთვის რომ წამეკითხა, ეს შეურაცხყოფა იქნებოდა: გამოდის, მე ვიფიქრებდი, რომ ის გაიგებდა. ის რითმას ვერ აღიქვამს", - განაცხადა უტკინმა "იუთუბის" არხზე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე აფხაზი მეგონა, ის კი რუსია???
ჩოგანა გორელი
22:46 03-04-2020
0
გელა ნუგზარაშვილმა ლაციოსთან კონტრაქტი გაწყვიტა!
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული