უიშვიათესი შემთხვევა - ნეიმარმა მისაბაძი საქციელი ჩაიდინა

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ანონიმურად 775 000 გირვანქა სტერლინგი გადარიცხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანხის ნახევარი ნეიმარმა "იუნისეფს" გადაურიცხა, ხოლო ნახევარი კი - ბრაზილიურ ფონდს. ფორვარდმა აღნიშნული ნაბიჯი ანონიმურად გადადგა, თუმცა ბრაზილიელმა წამყვანმა კრის ფლორესმა საჯაროდ ისაუბრა ნეიმარის ამ მოქმედებაზე.

"ნეიმარმა გასულ კვირაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 775 ათასი ფუნტი გაიღო. ნაწილი "იუნისეფს" ჩაურიცხა, ნაწილი - ბრაზილიელი მხატვრების მიერ შექმნილ ფონდს.

მან ეს ყველაფერი ანონიმურად გააკეთა, თუმცა ჩვენ ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ საუბარი გადავწყვიტეთ. კარგი საქმეების შესახებ საზოგადოებამ უნდა
იცოდეს", - განაცხადა ფლორესმა.

altრობერტო კარლოსი: ჩემი ნება რომ იყოს, ნეიმარი უკვე იქ იქნებოდა...

altტიტე: ნეიმარი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ შეუცვლელი არ არის

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტა ბევრი იყოს მაგის გამკეთებელი ჩვენთან რასაკვირველია, სხვა თავის საქმეს მიხედავს!! გააკეთონ, მიუვიდეს გაჭირვებულებს,მაგრამ საქმე ის არის რომ ან დანიშნულების ადგოლამდე არ მივა ან მიზერი შეიძლება მივიდეს!! გააკეთონ და ჯანდაბას შეაქოს ხალხმა, მარა ჩანს რომ ამის ხალხი ჩვენთან არის,!!??
ზ,გ.
07 აპრილი 2020 08:00
0
ფაჩულიამ და კალაძემ ნეტავ რამდენი ჩარიცხეს?
nukri
04 აპრილი 2020 01:12
9
ფაჩუ არ ვიცი მაგრამ, კალას სამშენებლო ნებართვებში აღებული ქრთამი გადაურიცხია თურმე. ეხლა არ თქვათ არ იღებსო თორემ მიგასვავთ მაგ კღორის მომხრეებს. მაგ პატივცემულის სამშენებლო კომპანიამ სულ ახლახან დაასრულა 7 სართულიანი კორპუსის მშენებლობა იმ ქუჩაზე სადაც 4 სართულზე მეტის აშენება სასტიკად აკრძალულია და ვერც ნახავ მეტ სართულიან შენობას მარტო მაგის კორპუსია აშვერილი ყ......თ კითხვა არ გიჩნდებათ რატომ?!
ვახო
04 აპრილი 2020 09:42
4
შენ შეგიძლია ერთი ლარი მაინც ჩარიცხო? თუ არ შეგიძლია ხელმოცარული ნული ხარ! თუ შეგიძლია და არ რიცხავ, მაშინ სხვაზე ნუ ლაპარაკობ!
?
04 აპრილი 2020 08:20
3
როგორც ბატონმა ამირან გამყრელიძემ ბრძანა სიკეთეს სიჩუმე უყვარს ისე გამოდის თითქოს ამით ხალხის სიყვარულს ყიდულობენ უფრო მეტს და მათთვის ეგ გაადრიცხვა დაბანდებაა სიკეთე არის 20 ლარი რო გექნება და 15ს გადარიცხავ და არა მილიარდი რო გაქ ლამის შემოსავალი და 1მილიონის გადარიცხვაზე ატყდება ერთი ამბავი რუსთავში ერთერთმა მოქალაქემ გაიღო შემოწირულობა რომლითაც რამოდენი ოჯახს შეუძინეს საკვები პროდუქტები და ამ შემომწირველმა არჩია ანონიმურობა ძალიან მარტივად შეეძლო მასზე მთელ საქართველოს ელაპარაკა
ნოდო
04 აპრილი 2020 01:09
2
ახლა ფიქრობენ,რომ კარგად მოიქცნენ?თუ ნეიმარს არ სურდა გამჟღავნება,უფლება არ ჰქონდათ გამჟღავნებისა.მადლი გაუნახევრდება ამით.
სოსო
03 აპრილი 2020 19:49
9
მადლი, ფულით არ იზომება,კორდენ დალას.
სოსო
04 აპრილი 2020 14:58
1
გაუნახევრდება ? მერე რაა, 387 500 ფუნტიც კაი ფულია ქველმოქმედებისთვის ))))))))
korben dallas
03 აპრილი 2020 21:23
0

სიახლეები პოპულარული