უიშვიათესი შემთხვევა - ნეიმარმა მისაბაძი საქციელი ჩაიდინა

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ანონიმურად 775 000 გირვანქა სტერლინგი გადარიცხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანხის ნახევარი ნეიმარმა "იუნისეფს" გადაურიცხა, ხოლო ნახევარი კი - ბრაზილიურ ფონდს. ფორვარდმა აღნიშნული ნაბიჯი ანონიმურად გადადგა, თუმცა ბრაზილიელმა წამყვანმა კრის ფლორესმა საჯაროდ ისაუბრა ნეიმარის ამ მოქმედებაზე.

"ნეიმარმა გასულ კვირაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 775 ათასი ფუნტი გაიღო. ნაწილი "იუნისეფს" ჩაურიცხა, ნაწილი - ბრაზილიელი მხატვრების მიერ შექმნილ ფონდს.

მან ეს ყველაფერი ანონიმურად გააკეთა, თუმცა ჩვენ ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ საუბარი გადავწყვიტეთ. კარგი საქმეების შესახებ საზოგადოებამ უნდა
იცოდეს", - განაცხადა ფლორესმა.

altრობერტო კარლოსი: ჩემი ნება რომ იყოს, ნეიმარი უკვე იქ იქნებოდა...

altტიტე: ნეიმარი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ შეუცვლელი არ არის

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც ბატონმა ამირან გამყრელიძემ ბრძანა სიკეთეს სიჩუმე უყვარს ისე გამოდის თითქოს ამით ხალხის სიყვარულს ყიდულობენ უფრო მეტს და მათთვის ეგ გაადრიცხვა დაბანდებაა სიკეთე არის 20 ლარი რო გექნება და 15ს გადარიცხავ და არა მილიარდი რო გაქ ლამის შემოსავალი და 1მილიონის გადარიცხვაზე ატყდება ერთი ამბავი რუსთავში ერთერთმა მოქალაქემ გაიღო შემოწირულობა რომლითაც რამოდენი ოჯახს შეუძინეს საკვები პროდუქტები და ამ შემომწირველმა არჩია ანონიმურობა ძალიან მარტივად შეეძლო მასზე მთელ საქართველოს ელაპარაკა
ნოდო
01:09 04-04-2020
2
ახლა ფიქრობენ,რომ კარგად მოიქცნენ?თუ ნეიმარს არ სურდა გამჟღავნება,უფლება არ ჰქონდათ გამჟღავნებისა.მადლი გაუნახევრდება ამით.
სოსო
19:49 03-04-2020
9

სიახლეები პოპულარული