"ტამბოვის" კაპიტანი შელია: ხელფასების შემცირება? - რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის "ტამბოვის" მეკარე გიორგი შელიამ, რომელიც ამ გუნდის კაპიტანია, "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ხელფასების შემცირებაზეც გააკეთა კომენტარი.

"თუ ჩემპიონატის განახლების და დასრულების საშუალება იქნება, ეს უნდა გაკეთდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ამისათვის დრო არ დარჩება. ახლა მთელს მსოფლიოში ადამიანთა ჯანმრთელობა ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია.

თუ საქმე უკიდურესობამდე მივა, რაღაცის გაკეთება გახდება საჭირო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, "ტამბოვში" ისეთი დიდი ხელფასები არ არის, რომ ერთი სამი თვე თავი გაიტანო. ასე რომ, საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაიჭრას.

ჩვენ გვესმის სიტუაცია, ყველანი ადამიანები
ვართ და მოლაპარაკებას შევძლებთ. თუმცა, ჩვენ ისეთი ანაზღაურებები არა გვაქვს, რომ მათზე უარი ვთქვათ. ახლა ყველანი სწორედ გასამრჯელოს ველოდებით, ვითარება მძიმეა. რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს".

ასევე დაგაინტერესებთ