მინსკის "დინამოს" რიგებში საბჭოთა კავშირის 1982 წლის ჩემპიონს, იური პუდიშევს, რომელიც დღეს 66 წლის გახდა, ბელარუსის ჩემპიონატში უნდა თამაში.
"კარგ ფორმაში ყოფნის რეცეპტი ვიცი: კარტოფილი ცეცხლში უნდა ჩააგდო, შეწვა და შეჭამო. კვამლი და ცეცხლი მიკორობებს კლავს, მაგრამ არავინ არ მისმენს... შეიძლება შამპანურიც დააყოლოთ. ეს როდესაც ფული გაქვთ.
ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ბელარუსის ჩემპიონატს პორნოგრაფია უწოდა? ოი, არ ვიცი. დამავიწყდა ტელევიზორი როგორ ირთვება, უბრალო ტელეფონი მაქვს. ყველაფერს ჩამოვშორდი. აპათია. ამიტომაც არ შევყავართ გუნდის განაცხადში. თამაში კი მინდა. სრული დისკრიმინაციაა, რა თქმა უნდა.
ნუთუ
ძნელია მოედანზე 15-20 წუთით შემიშვან? ვეტერანებში ხომ დავრბივარ. მაინც ვთხოვ ფედერაციას "ბატეს" განაცხადში შემიყვანონ. ოღონდ უმაღლესი ლიგის იყოს და ნებისმიერ გუნდში თამაშზე თანახმა ვარ".
ნუთუ
შეგახსენებთ, ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის გამო ჩემპიონატი არ შეჩერდა.