"გენტს" ევროტურნირებიდან მოკვეთა ემუქრება

AutoSharing Option
კორონივარუსის გამო ბელგიამ ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, ოქროს მედლები პირველ ადგილზე მყოფ "ბრიუგეს" უნდა გადაეცეს, მეორეადგილოსან "გენტს" კი - ვერცხლის მედლები. ამას გარდა, "გენტი", რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან უნდა ჩაერთოს. თუმცა, შესაძლოა, ბელგიას ევროტურნირებზე მონაწილეობა საერთოდ აუკრძალონ.

საქმე ისაა, რომ უეფა იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩემპიონატებს არ განაახლებენ, მოკვეთით დაემუქრა. აი, რა განაცხადა მისმა პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა:

"ეს სწორი მიმართულება არ არის. სოლიდარობა ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა არ არის. არ შეიძლება დახმარება
ითხოვო, შემდეგ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შენ გაწყობს.

ბელგია და ის ლიგები, რომლებიც სეზონის განახლებას არ მოისურვებენ, შეიძლება ევროტურნირების გარეშე დარჩნენ", - განუცხადა ჩეფერინმა Goal.com-ს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენი გუნდები წელს ვინც საკვალიფიკაციოზე უნდა იყვნენ წინა სეზონის ადგილოსნები იქნებიან და არა ამ სეზონის 2 ტური რო მოესწრო ამ სეზონის შემდეგ ზაფხულს მოუწევთ საკვალიფიკაციო ხოდა როგორ ვინატრო გერმანიაში საფრანგეთში იტალიაში ავსტრიაში ბელგია გამოგვაკლდა თურქეთში შვეიცარიაში დიდ ხანს გაგრძელება სიტუაციის ფიზიკურად ვერცერთი ქვეყანა ვერ დაასრულებს თუ მაისის ბოლოს არ დაიწყო რადგან ახალი სეზონი იმის გამო რო 21წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატია ახალი სეზონი ისედაც მოკლე იქნება ხოდა თუ ყველა ქვეყანა მოკვეთა უეფამ ერთადერთი საქართველოა ვისაც ყავს წარსადგენი კლუბები გამოვლენილი :D კიდე ერთი პრობლემა ამ დენი თვის უთამაშებლები პირდაპირ შევარდებიან სათამაშოდ ?
ნოდო
16:07 04-04-2020
0
ყველა სფეროს შეეხება ცვლილებები, განსაკუთრებით ფეხბურთს. თუ სპეციალისტების ვარაუდები გამართლდა ბევრი გუნდი დაიშლება და ფეხბურთელებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სტანდარტების ამაღლებას ავტომატურად გამოიწვევს. ასეთ დროს ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდება.
gujakakhadze
13:35 04-04-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული