ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ტელეარხ "Россия-1"-ის ტელეწამყვანი, კრემლის რუპორად წოდებული ვლადიმირ სოლოვიოვი გააკრიტიკა.
"მას ხელს არ ჩამოვართმევ, რადგან მსგავს სიტუაციაში უკვე შევხვდით და არადელიკატურად "შევამკეთ" ერთმანეთი.
ჩემთვის სულერთია, თუნდ მოისაქმეთ მის თავზე. მაგის ნათქვამზე როგორ უნდა განაწყენდე? ადამიანი აკეთებს, რაც შეუძლია.
ბევრი რამით ვიყავი დაკავებული. პირადი დაცვითაც დავდიოდი. დანით ორი ნახვრეტიც მაქვს ზურგში. ამ პროფესიას საკმაოდ ბევრი დრო მივუძღვენი და არაერთხელ გამირისკავს.
ვლადიმირ რუდოლფის ძე სოლოვიოვის მსგავს ბიჭთან ურთიერთობაზე მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ვთქვა, რომ მასთან არაფერი მაკავშირებს.
ის ჩემი კოლეგა არ არის.
ის ჩემთვის ახლობელი ადამიანი არაა. ის იმ საქმით არაა დაკავებული, რომლითაც მე ვარ დაკავებული", - განაცხადა უტკინმა "იუთუბის" არხზე.