ტიჯანი ბაბანგიდა: რონალდო აფრიკელი რომ ყოფილიყო, კარიერას უკვე დაასრულებდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ბაბანგიდა მარცხნივ

ნიგერიის ნაკრებისა და ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილმა გარემარბმა ტიჯანი ბაბანგიდამ აფრიკელ ფეხბურთელებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ყველაფერი მენტალიტეტზეა დამოკიდებული. აფრიკელების უმრავლესობა დიდი ფულის მიღების შემდეგ თვითკმაყოფილი ხდება.

შეხედეთ რონალდოს, როგორი მონდომებულია 35 წლის ასაკშიც. ის აფრიკელი რომ ყოფილიყო, კარიერას უკვე კარგა ხნის წინ დაასრულებდა.

ფეხბურთი რეკორდების დასამხობად, კვალის დასატოვებლად უნდა ითამაშო. ისეთი უნდა იყოს, კარიერის დასრულების შემდეგაც რომ დაგიმახსოვრებენ. აფრიკელები კი ამაზე არ არიან ორიენტირებულები, რადგან ჩვენ ფულისთვის ვთამაშობთ. როცა გარკვეულ თანხას მივიღებთ, ისეთი განცდა გვაქვს, რომ ყველა
მიზანს მივაღწიეთ.

ევროპაში გაზრდილი ფეხბურთელები, რომლებსაც ბავშვობაში ყველა საჭირო პირობა ჰქონდათ, სხვანაირები არიან. ჩვენი ტალანტების უმრავლესობა კი სიღარიბეში გაიზარდა.

ამიტომ, როცა რომელიმე აფრიკელთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებენ, ყურადღება უკვე სხვა რამეზე გადააქვთ და მოტივაციაც კვდება. ეს ძალზე სამწუხაროა", - განაცხადა ბაბანგიდამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
რო ამბობს: ევროპაში გაზრდილი ფეხბურთელები, რომლებსაც ბავშვობაში ყველა საჭირო პირობა ჰქონდათ, სხვანაირები არიან. ჩვენი ტალანტების უმრავლესობა კი სიღარიბეში გაიზარდა. მართალია მაგრამ რონალდოც დიდ სიღარიბეშია გაზრდილი პლიუს მაგას მამა ახალგაზრდობაში გარდაეცვალა.
ხესუსი
07 აპრილი 2020 15:40
1
ქართველებსა და პირველი ფულით ნაყიდ ბეემვეზეც გვსმენია :). სამწუხაროდ, ბევრს ჭირს ასე. არადა, წამყვანი ფეხბურთელებისთვის მეტი გასამრჯელო მეტი გამოწვევაა და თავსაჯდომს იბღალავს, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს, ვინაიდან კონკურენციის არსი სულით ხორცამდე აქვს შეგნებული.
:)
07 აპრილი 2020 15:01
1
მეგონა ქართველებზე ლაპარაკობდა
sake
07 აპრილი 2020 15:00
0
კიდევ რომელიღაც ერს მაგონებს აფრიკელების ეს თვისება...
შალვა 73
07 აპრილი 2020 14:40
1
თუმცა ისიც მართალია, რომ ამდენი ფულის მერე ძნელია კონცენტრაცია. თუმცა ისიც მართალია, რომ ამდენი ფული ვარჯის მოაქვს რაც რეჯიმში ცხოვრებას აჩვევს. შესაბამისად როგორ ცხოვრებასაც ხარ ნაჩვევი ისე გააგრძელებ. თუმცა ისიც მართალია რომ აფრიკელები რეკლამისთვის ჩამოყავთ და ნორმალური ფეხბურთელი იქ არ მოიძიება ან თუ მოიძიება ძალიან იშვიათობაა.
ddgfdf
07 აპრილი 2020 14:36
10
და ისიც მართალია, რომ ნამეტან ხელიცქვიტიას თამაშობ
@
08 აპრილი 2020 02:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული