რუსი ჟურნალისტი: ჩვენი ნაკრების საბაზო გუნდში ლესბოსელები მრავლად იყვნენ

AutoSharing Option
რუსმა ჟურნალისტმა ალეკსანდრ ბოიარსკიმ გაამხილა, რომ ქალთა გუნდ "როსიანკაში" არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ფეხბურთელები თამაშობდნენ.

"2007 წელს ქალთა ფეხბურთის განვითარების ნაკადში წარმატებულად მოვხვდი. სადღაც "ზემოდან" ჟურნალისტებთან ურთიერთობის და მათი რუსეთის ნაკრების საბაზო გუნდ "როსიანკასთან" ერთად საერთაშორისო მატჩებზე მგზავრობის ბრძანება გასცეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობდა.

კარგი დრო იყო, იმის გარდა, რომ ყველაფრით უზრუნველგვყოფდნენ (საცხოვრებლით, კვებით, მგზავრობით), დღეში 100 დოლარს გვიხდიდნენ. მოგზაურობის შემდეგ ჩვენი გამოცემებისათვის მცირე მოცულობის მასალების მომზადება გვევალებოდა. მოკლედ, ქალთა ფეხბურთი არასაკმარისად შუქდებოდა. ჩვენთან ერთად სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო მგზავრობდა. როდესაც
აგებდნენ, ის გოგონების გამო ძალიან განიცდიდა.

იქ მე კინაღამ სიყვარული შევიძინე. შესაძლოა, ამაზე ოდესმე მოგიყვეთ, მის სახელს კი არ დავასახელებ. თუმცა,  როგორც მე მიყვებოდნენ, გუნდში ლესბოსელებიც საკმაოდ იყვნენ", - წერს ბოიარსკი "ინსტაგრამზე".