ევრო-2004-ის გმირი ხარისტეასი: ის საბერძნეთი ბრაზილიასა და არგენტინასაც მოუგებდა

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ევრო-2004-ის ფინალურ მატჩში პორტუგალიის კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა ანგელოს ხარისტეასმა ძველი ტრიუმფი გაიხსენა.

"ევრო-2004-ზე რუსეთის ნაკრებთან მარცხი საბერძნეთისთვის ცივი შხაპივით იყო. ამ მარცხის შემდეგ კონცენტრაცია დავიბრუნეთ.

ოტო რეჰაგელი (საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) სწორედ კონცენტრაციასა და დისციპლინას აყენებდა ყველაზე წინ. ძალიან ბრაზდებოდა, როცა ვინმე ვარჯიშზე, სადილზე ან შეკრებაზე აგვიანებდა.

მწვრთნელი მუდმივად იმეორებდა, რომ ყოველი ჩვენგანი გუნდის წევრი იყო და მოედანზე ყველაფერი სწორედ გუნდის და არა საკუთარი თავის გამო უნდა დაედო.

ფინალის წინ მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა:
თუ ერთ მუშტად შეკრულები ვიქნებით და როგორც ერთი მთლიანი, ისე ვითამაშებთ, გამარჯვებასაც შევძლებთ.

ვფიქრობ, რომ ის საბერძნეთი არა მხოლოდ პორტუგალიას, არამედ ბრაზილიასა და არგენტინასაც გაუმკლავდებოდა", - განაცხადა ხარისტეასმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
100% ი ხარ სოსო, მსგავსი ანტიფეხბურთი ცოტა მახსოვს.თანაც მე პირადათ ამ ჩემპიონატმა რაღაცა კითხვები დამიტოვა,როგორც იაპონია-კორეის მსოფლიომ.
sake
09 აპრილი 2020 13:04
0
ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო,მაგრამ საბერძნეთი იმ ჩემპიონატზე,ფეხბურთს კი არ თამაშობდა,არამედ იბრძოდა.ქება და დიდება ბრძოლისათვის,თავდადებისათვის,მაგრამ არა ფეხბურთისათვის.
სოსო
09 აპრილი 2020 11:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული