თამაშგარესა და ხელით თამაშის წესებში ცვლილებები შევიდა

AutoSharing Option
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) გარკვეული ცვლილებები შეიტანა ხელით თამაშისა და თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების წესებში და გადაწყვეტილება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა.

ამიერიდან, ხელით თამაშის განსაზღვრის ხაზი მხრის ნაწილზე გავა, იღლიის გარე მხრის ზოლზე, ხოლო თუ შემტევ ფეხბურთელს ხელზე შემთხვევით მოხვდება ბურთი, ჯარიმა იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ ეს გოლის ან საგოლე მომენტის წინ მოხდება.

ცვლილებები შეეხო თამაშგარეს დაფიქსირების წესსაც, იმ შემთხვევაში, როცა ბურთი შემტევ ფეხბურთელს მცველის ხელიდან მიუვიდა. "თუ დამცველი მოთამაშე განზრახ ითამაშებს ხელით, რის შედეგადაც ბურთი შემტევ ფეხბურთელს მიუვა, მასზე
თამაშგარე მდგომარეობა არ დაფიქსირდება", - წერია დოკუმენტში.

IFAB პუნქტში, რომელიც VAR-ს ეხება, აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ვიდეოასისტენტებმა რჩევა მისცენ მთავარ არბიტრს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც უკანასკნელი იღებს.


მკითხველის კომენტარები / 11 /
კომენტარი დაბლოკეთ, თქვენ ვიზე რა გაქვთ სათქმელი? რა პუტინი და რა ლუკაშენკო, თქვე იმათზე უარესები ხართ!
1
10 აპრილი 2020 02:43
0
ხალხო, რით ვეღარ გაიგეთ, რომ ამ საიტზე ცენზურაა: აქვეყნებენ მხოლოდ იმ კომენტარებს, რომლებსაც საჭიროდ თვლიან!
N
10 აპრილი 2020 11:38
0
თქვე დალოცვილებო,მცველმა თუ განზრახ ხელით ითმაშა მერე სხვა რამეზე ლაპარაკი შეიძლება,არის თი არა???
....
10 აპრილი 2020 00:22
0
აღარ დავეძებ წესებს, ნეტა როდის ვნახავთ კიდევ ფეხბურთს:(
123
09 აპრილი 2020 20:08
0
რა ვარი,რის ვარი.აბსურდამდე მივიდა ფეხბურთი ამ ვარით.სრული იდიოტობაა,სასწრაფოდ გასაუქმებელია.ასეთი სისულელე ფეხბურთში არ დაუნერგავთ აქამდე
gocha
09 აპრილი 2020 15:07
59
შენ როგორც გეტყობა რეალის გულშემატკივარი ხარ :)))
გიორგი
09 აპრილი 2020 22:46
3
რაღაც ვერ გავიგე მეორე ცვლილებაში.თუ დამცველი ფეხბურთელი განზრახ ითამაშებს ხელით,მისგან მიღებული ბურთით,თავდამსხმელზე თამაშგარე,აღარ დაფიქსირდება.მცველიდან მიღებულ ბურთზე,არც ისე ინიშნებოდა თამაშგარე.თუ იმას გულისხმობენ,რომ შორიდან ჩამოწოდებულ ბურთზე,რომ მცველმა განზრახ ითამაშა ხელით,იმიტომ რომ არ იცოდა,თავდამსხმელი ფეხბურთელი თამაშგარეში თუ იყო,მაშინ თამაშგარე მაინც უნდა დაფიქსირდეს,მაგრამ მცველს განზრახ ხელით თამაშისათვის რა სასჯელიც ეკუთვნის,ის სასჯელი უნდა მიეცეს.წითელი ბარათი იქნება თუ ყვითელი.ეს უფრო სამართლიანი იქნება.ჯარიმა კი,დამცველმა გუნდმა უნდა შეასრულოს,იმიტომ რომ დარღვევა შემტევის მხრიდან უფრო ადრე მოხდა.
სოსო
09 აპრილი 2020 15:07
2
ისევ გაუგებრობა არკვიე ახლა სად იწყება ღლიავი ან სად მთავრდება.DDD
jjj
09 აპრილი 2020 15:05
0
თამაშგარეზე ვერ გავიგე, თუ თავდამსხმელს მცველისგან კი არა მხოლოდ, არამედ მეტოქის ნებისმიერი ფეხბურთელისგან მიუვიდოდა ბურთი, თამაშგარე ხომ არც მანამდე ფიქსირდებოდა?
?
09 აპრილი 2020 15:04
2
Sajarimoshi jarima rom daidos ra problemaa. Bolo finali gavixsenot, ra sagole momenti eh iyo sisokos rom burti igliis qvesh moxvda. Zogjer penalti iset situaciashi ideba rom kars safrtxe saertod aremuqreba
Milani
09 აპრილი 2020 15:04
4
Am varma pexburts xibli daukarga. Gamtans goli ar uxaria da yurze titmidebuli arbitris gadawyvetilebas ucdis.
Ezo
09 აპრილი 2020 13:57
12

სიახლეები პოპულარული