გუშინ, 8 აპრილს, ტაჯიკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "დუშანბე-83" საკუთარ მოედანზე "ისტიკლოლს" დაუპირისპირდა და საკუთარ კარში 7 გოლი მიიღო, რომელთაგანაც ერთ-ერთი ულამაზესი გამოვიდა.
შეხვედრის 31-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა მანუჩეხრ ჯალილოვმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ერთი შეხებით აკრობატულ ნახტომში გადაგზავნა ბურთი "დუშანბე-83"-ის კარში.
მანუჩეხრის თანაგუნდელებმა მასპინძლები ანგარიშით 7:0 დაამარცხეს და ტაჯიკეთის ჩემპიონატის ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მხოლოდ 3 საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები იმართება - ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ნიკარაგუის.
მოულოდნელობებითა და უჩვეულო ესთეტიკით - დღის "სუპერმატჩი" ავსტრალიაში ჩატარდა