გიორგი წიტაიშვილი: ხაჩის მიწოდებდნენ - არ მწყინდა, ეს ხუმრობაა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა იმაზე ისაუბრა, ჰქონდა თუ არა ადგილი მის მიმართ რასიზმის გამოვლინებას.

"არა, არასოდეს. მსგავს ხუმრობებს ნორმალურად აღვიქვამ. მე ხაჩის მიწოდებდნენ, მაგრამ ეს ნორმალურია, ბავშვური ხუმრობაა.

ალიევი ამბობდა, რომ "დინამოში" მისთვის ბანანები მიჰქონდათ. თუ ადამიანს ესმის, რომ შენთან ურთიერთობა ნორმალური და კომფორტულია, რატომაც არა, შეიძლება ხუმრობა.

ახლა ისე ხუმრობენ, რომ შეიძლება რასიზმად მოგეჩვენოს, თუმცა ეს მხოლოდ ხუმრობაა", - ციტირებს წიტაიშვილს "ტრიბუნა".

ცნობისათვის, ხაჩი სომხურად ჯვარს ნიშნავს და რუსეთსა და უკრაინაში რატომღაც ასე მიმართავენ ხოლმე კავკასიელებს.

ასევე დაგაინტერესებთ