გაუგონარი შეურაცხყოფებები: უტკინი და სოლოვიოვი ერთმანეთს "პედერასტულ მაიმუნებს" და "ორალურ ფიქსატორებს" უწოდებენ

AutoSharing Option
ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი ვასილი უტკინი ხშირად აკრიტიკებს "მატჩ ტვ"-ის გენერალურ პროდიუსერ თინა კანდელაკსა და "ზენიტის" თავდამსხმელ არტიომ ძიუბას, ამ ბოლო დროს კი მისი "შთაგონების წყარო" "როსია 1"-ის ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი გახდა. უნდა ითქვას, ისინი ერთმანეთს ერთობ არადელიკატურად მიმართავენ.

დასაწყისისთვის გეტყვით, რომ უტკინს დიდად არ ეხატება გულზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თქვა, რომ მასზე ახალს ვერაფერს იტყვის, რამეთუ არაფერია სათქმელი; 20 წელი საკმარისია იმისათვის, რათა ადამიანი შეიცნო და მის სამუდამო პრეზიდენტობას მხარს არ უჭერს. სხვათა შორის, პუტინის პროპაგანდით ახლა
ბევრი რუსი ფეხბურთელია დაკავებული და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი მათგანის მეუღლემ მისი მეფედ კურთხევის წინადადებაც კი წამოაყენა. სერიოზულად.

გთავაზობთ უტკინის და სოლოვიოვის მიმართვების "მარგალიტებს":

უტკინი სოლოვიოვს:

- ახლა, როდესაც ენა ამოგაგლიჯე, მიკბინე, გველო, თუ შეგიძლია.

- როგორი მოწყვლადი ხარ, პროპაგანდის მარშალო. მინდა Versus Battle-ის წესებით შეგხვდე და სახალხოდ დაგამცირო.

- ცუდად მოწოვ, გაიძულებენ, გადაწოვო.

- პედერასტული მაიმუნის აზრი არ მაინტერესებს. თუ ხელისუფლება მიღალატებს, ხმას ავიმაღლებ.

ამასთან დაკავშირებით უტკინს ეკატერინბურგის ყოფილი გუბერნატორი ევგენი როიზმანი "ტვიტერით" შეეხმიანა: "ერთადერთი საჩივარი პედერასტული მაიმუნებისგან შემოვიდა. ისინი ნაწყენები არიან სოლოვიოვთან შედარების გამო".

სოლოვიოვი უტკინზე:

- ჯანმრთელი რომ იყოს, უბრალოდ ვცემდი. Versus Battle? მე რა, რეპერი ვარ, იქ გამოვიდე?

- ორალური ფიქსაცია აქვს და რეალურად ღრმა ტრაგედია, რომელიც ქალებთანაა დაკავშირებული.

გაგრძელება იქნება...

altთინა კანდელაკი: კაცი არ გამოჩნდა, რომელიც მისგან დამიცავდა...

altუტკინი კრემლის "ბულბულ" სოლოვიოვზე: თუნდ მოისაქმეთ მის თავზე

altუტკინი ძიუბაზე: გასახდელში ფული აწაპნა, მეგობარს მეუღლე წაართვა, თქვენთვის კი გმირია

altვასილი უტკინი დოპინგ-სკანდალზე: სპორტსმენებო, უჩივლეთ რუსეთს - ჩვენს ქვეყანას სპეცსამსახურები მართავენ

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნუ შეწუხდებით,გაგრძელება აღარ გვაინტერესებს... საკმარისი სტატიები მიუძღვენით უკვე აქამდეთაც!...
buba
16:54 17-04-2020
0
ორივე ამათი დედაც და იმისი კიდე მესამესიც ზედ!!!
უკვე მერამდენე სტატიაა?! სხვა დასაწერი არაფერი გაქვთ?!
უყარაულეთ ახლა ერთმანთს რას ეტყვიან, რომ მერე აქ ვიკითხოთ!!
არა მკითხე მოამბე
16:49 17-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული