"ევერტონი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნაპოლი" ამ ფეხბურთელის გამო სატრანსფერო ომს აცხადებენ

AutoSharing Option
ტურინულ გაზეთ Tuttosport-ზე დაყრდნობით, "ტორინოს" 26 წლის თავდამსხმელმა ანდრეა ბელოტიმ, შესაძლოა, გუნდი დატოვოს. ფორვარდზე პრეტენზია აქვთ "ევერტონს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ნაპოლის".

წყაროს ცნობით, ყველაზე მაღალი შანსები "ევერტონს" აქვს, სადაც იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი მუშაობს. იტალიელის აზრით, ანდერას ინგლისში დიდი წარმატების მოპოვება თავის შრომისმოყვარეობისა და ფიზიკური მონაცემების ხარჯზე შეუძლია. კონტრაქტის გამოსყიდვა 100 მილიონი ევრო ღირს, თუმცა მისი საბაზრო ფასი 32 მილიონი ევროა.

ბელოტი "ტორინოში" "პალერმოდან" 2015 წელს 8.4 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 31 ჩატარებული მატჩიდან მის ანგარიშზე 15 გოლი და
3 შედეგიანი გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული