უკრაინელი ექიმი: რელიგიურმა დღესასწაულებმა ცუდი სამსახური გაგვიწია - ჩემპიონატი, სავარაუდოდ, ივნისში განახლდება

AutoSharing Option
უკრაინელმა ექიმმა-ინფექციონისტმა ვლადიმირ კურპიტამ პროგრამა "დარჩი ფეხბურთთან" ეთერში იმაზე ისაუბრა, თუ როგორი სიტუაციაა მათ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით და ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღი დაასახელა.

- რა ვითარებაში შეუძლია უკრაინას კარანტინიდან გამოსვლა?
- ჯერ ეპიდემია იზრდება და ეს პრობლემაა. რელიგიურმა დღესასწაულებმა ცუდი სამსახური გაგვიწია. მიუხედავად მოწოდებისა, უკრაინელები მაინც წავიდნენ ეკლესიებში. ასეთ რეგიონებში ეპიდემიის ზრდა შეინიშნება. იმედია, აღდგომისას ეს არ მოხდება.

- სპორტში არის შემთხვევები, როდესაც გუნდში ერთი ან ორი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა, მაგრამ მძიმე შედეგები არ გამოიღო. სპორტსმენები ვირუსს ადვილად გადაიტანენ?
- სპორტსმენები - ახალგაზრდა ხალხია, რომლებიც COVID-19-ის რისკის ჯგუფს არ განეკუთვნებიან. თუ თქვენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები არა გაქვთ, ალკოჰოლურ სასმელებს არ სვამთ, არ ეწევით, დაავადებას ადვილი ფორმით  გადაიტანთ.

- ფეხბურთი ვაქცინის შექმნის შემდეგ დაბრუნდება?
- ვიდრე ვირუსის მასობრივი გავრცელების საშიშროება არსებობს, მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება.
ამ საკითხში ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, რამეთუ რამდენიმე ავტორიტეტულმა ეპიდემოლოგმა განაცხადა, რომ COVID-19 კაცობრიობისათვის საშინელებათა სერიიდან "პირველი მერცხალია".

მრავალი სპეცილისტი ამტკიცებს, რომ რამდენიმე ტალღა იქნება. ყველა იმედოვნებს, რომ მეორე და მესამე ტალღა უფრო სუსტი იქნება. ვირუსი ჯერ მხოლოდ 4 თვეა რაც გამოვლინდა და ამიტომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

- ფეხბურთის თამაში მხოლოდ ზაფხულში იქნება შესაძლებელი?
- შესაძლოა, კალენდარი უნდა შეიცვალოს. იქნებ ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის ჩატარების სისტემაზე გადასვლა იყოს უკეთესი.

- ივნისში ფეხბურთს ვიხილავთ?
- იმედი მაქვს, რომ ეს მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მოხდება. ჩემი სურვილია, გადაწყვეტილებები პოტენციური რისკების, ფეხბურთელების და მაყურებლების ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული