მოურინიომ თანაგუნდელი ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გამოათრია

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ფრანგი ჟურნალისტის, ნიკოლა ვილას წიგნ "მოურინიო: განსაკუთრებულის ფარული მხარეზე" დაყრდნობით წერს, რომ ერთხელ ჟოზემ თანაგუნდელი ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გამოათრია.

ეს შორეულ 1986 წელს მოხდა, როცა 23 წლის მოურინიო "კომერისუ და ინდუსტრიას" ღირსებას იცავდა. ჟოზეს თანაგუნდელი დე ვარჯიშზე მანქანით მოვიდა, რომელსაც პარკინგზე ცეცხლი გაუჩნდა. სანამ ცეცხლი მთელ მანქანას მოეკიდებოდა, მოურინიომ უყურადღებო თანაგუნდელი ავტომობილიდან გამოათრია.

ჟოზეს, როგორც ფეხბურთელის, კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა, 1981 წელს დაიწყო და 6 სეზონში დასრულდა. "კომერისუ და ინდუსტრიას" გარდა, პორტუგალიელი "რიუ ავეს", "ბელენენსეშისა" და "სეზიმბრუს"
რიგებს იცავდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ "კომერისუ და ინდუსტრიაში" დაიწყო მოურინიომ სამწვრთნელო მოღვაწეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული