"რუბინი" უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდება

AutoSharing Option
რუსეთში კორონავირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნა და შესაბამისად, ფასი კატასტროფულად ეცემა და კლუბები რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან.

Metaratings-ს ცნობით, მომავალი სეზონიდან "რუბინის" გენერალური სპონსორი ჰოლდინგი "ტაიფი" ყაზანურ კლუბს დაფინანსებას 70%-ით შეუმცირებს - 2 მილიარდი რუბლიდან 60 მილიონამდე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყაზანურმა კლუბმა ყველა საგადასახადო ვალდებულება არ შეასრულა და ფეხბურთელებსაც საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ.

შეგახსენებთ, "რუბინის" ღირსებას ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ, ხოლო ბექა მიქელთაძე ყაზანურ კლუბს ვოლგოგრადის "როტორში" იჯარით ჰყავს გაშვებული.

"ტაიფი" ასევე 70%-ით შეუმცირებს დაფინანსებას ჰოკეის გუნდ "ნეფტეხიმიკს".

რუსეთში შექმნილ
სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი მოსკოვის "ლოკომოტივისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რუსლან ნიგმატულინმა გააკეთა.

"ნავთობის ფასი მინუსში წავიდა - ბარელზე 30 დოლარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც საშინელება ხდება", - წერს ნიგმატულინი "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოსტ-ნია პატრონი რუბინს და რუსეთს საერთოდ,
იკო
14:01 23-04-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული