თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა დმიტრი ივანისენიამ, რომელიც ახლა ლუგანსკის "ზორიას" ღირსებას იცავს, "ინსტაგრამზე" უკრაინის ჩემპიონატის განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

- ღირს კი ჩემპიონატის განახლება?
- ჩვენ მეორე ადგილი გვაწყობს, მაგრამ სპორტული პრინციპიდან გამომდინარე, ჩემპიონატის განახლების სურვილი გვაქვს. გვინდა ყველაფერი პატიოსნად მოხდეს, ყველა გუნდს ხომ თავისი მიზნები და ამოცანები აქვს.

თუ სეზონის ჩამთავრება ვერ მოხერხდა, ყველაფრის ისე დატოვებაა საჭირო, როგორც ახლა არის. 23 ტური გაიმართა, გუნდებმა ითამაშეს, იბრძოლეს. მაგალითად, "შახტართან" ჩვენმა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და როგორ გავაუქმოთ ეს ტური.

- გუნდი ჩემპიონთა
ლიგაზე საასპარეზოდ მზად არის?

- არ ვიცი, გუნდი შენების პროცესშია. ჩვენი ძირითადი ბირთვი წლების განმავლობაში ერთად არ თამაშობდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვნახავთ, მზად ვართ თუ არა.

"ზორიაში" აგრეთვე მეკარე ზაურ მახარაძე თამაშობს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული