პოლონეთის ჩემპიონატი 29 მაისს განახლდება

AutoSharing Option
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ და სპორტის მინისტრმა დანუტა დმოვსკაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ექსტრაკლასა მაისის ბოლოს განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

უკვე შემუშავებულია გუნდების კარანტინიდან გამოსვლის გეგმა. ჯერ ფეხბურთელები ტესტებს ჩააბარებენ. 27-ე ტური 29-31 მაისს მაყურებლების გარეშე გაიმართება. ტურნირი 18-19 ივლისს დასრულდება.

ერთადერთი ჩემპიონატის განახლებას შეიძლება ხელი ეპიდომოლოგიური სიტუაციის გართულებამ შეუშალოს.

ექსტრაკლასას ლიდერი "ლეგიაა", რომელიც მეორეადგილოსან "პიასტს" 8 ქულით უსწრებს. ვარშავულ გუნდში ვაკო გვილია თამაშობს, რომელმაც ჩემპიონატის 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული