მარადონა რონალდინიოს იცავს: ის კრიმინალი არაა, მისი დანაშაული მხოლოდ ერთია...

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დიეგო არმანდო მარადონამ ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიოს პარაგვაიში დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"იმან, რაც რონალდინიოს შეემთხვა, გული ძალიან დამწყვიტა. ის კრიმინალი არ არის, მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებულ საქმეებზე ჩავიდა პარაგვაიში.

როგორც ჩანს, მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ კუმირი გახლავთ. რონალდინიო ჩემი მეგობარია და მას სიცოცხლის ბოლომდე დავუდგები გვერდში,"- განაცხადა მარადონამ.

როგორც მოგეხსენებათ, რონალდინიო ძმასთან ერთად პარაგვაელმა მესაზღვრეებმა ყალბი საბურთების გამოყენების გამო 5 მარტს დააკავეს. 9 აპრილს კი ასუნსიონის ციხიდან 1,6 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ
გაათავისუფლეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული