მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ მცველ მარსელოს ჰკითხეს, თუ რომელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო თუ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი.
"ყველას, ვინც ფეხბურთს თამაშობს, მათთვის ეს შეკითხვა უკვე ყელში ამოვიდა. ორივე მათგანს თავისი ღირსებები აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ მე რონალდოსთან ერთად 10 წელი ვთამაშობდი და ვვარჯიშობდი, შემიძლია ვთქვა, რომ მოტივაცია, რომელსაც ის მოედანზე გმატებს, რასაც აკეთებს, როგორც ლაპარაკობს, ამ მხრივ ის მწვერვალია.
მესის კი შეუძლია უბრალოდ იდგეს, შემდეგ არსაიდან ბურთი მიიღოს და კარში გადაგზავნოს,"- განაცხადა მარსელომ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით