ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას თანაგუნდელი: არ შეიძლება უკრაინელმა რუსეთში ითამაშო

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა განაცხადა, რომ არასოდეს ითამაშებს რუსულ გუნდში.

"სიტუაცია ასეთია: რუსეთი თავს დაგვესხა, წაგვართვა ყირიმი, ჩვენთვის დონბასი ჩაკეტილია. როგორ შეიძლება რუსეთში წახვიდე და ხალხს სიხარული მოუტანო. ეს ჩემი პოზიციაა.

მე ასე არ მოვიქცეოდი. ვისაც უნდა ჰკითხო, ამბობს, რომ არ წავიდოდა. შემდეგ მათ ყველა აქებს. ეს პიარსიახლეა. მე ასე ვთვლიდი და ასე ვთვლი, რომ სხვაგან შეიძლება ფულის გამომუშავება", - განუცხადა ბეზუსმა ua.tribuna.com-ს.

ბეზუსმა, რომელიც "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელია, ბელგიის ჩემპიონატის 21 მატჩში (14 ძირითად შემადგენლობაში) 7
გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი ფეხბურთელები კითხულობენ ამ სიტყვებს?
G.LA
15:35 04-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული