წიტაიშვილი: "ბეშიქთაშის" ვარიანტი არც განმიხილავს, დიდ გუნდში უნდა გადავიდე

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა "ბომბარდირის" შოუში ახსნა, რატომ არ გამოიცვალა ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გუნდი და თქვა, რას აპირებს მომავალში.

- ინფორმაციები ვრცელდებოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. "ბეშიქთაშის" ვარიანტი არც განმიხილავს.

სისულელე იქნებოდა ჩემს ასაკსა და ასეთ სიტუაციაში წასვლა, ვინაიდან ჯერ გამოცდილება არ მიმიღია, ფეხბურთში არაფერი გამიკეთებია. დიახ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ვარ, თუმცა ეს ვის სჭირდება? ამით ახალ კლუბში ხელფასი ორიოდ ათასით მოგემატება. შენ როდესაც გყიდულობენ, უკვე სტატისტიკას უყურებენ.

23-24 წლამდე მინდა "დინამოში" დავრჩე, ხოლო შემდეგ
უცბად დიდ კლუბში გადავიდე. ასეთი გეგმა მაქვს. ინგლისი მერე იქნება, როგორც იარმოლენკო გადავიდა. ჯერ ესპანეთი, იტალია.

საყვარელი გუნდები? იტალიაში საყვარელი გუნდი არა მყავს, ესპანეთში - "ბარსელონა", ინგლისში - "ლივერპული".

- თუნდაც სიზმრებში ხედავ, რომ "ბარსელონაში" თამაშობ? თანაც, მესი 5 წელიწადში კარიერას დაასრულებს...
- არა. იქამდე უნდა გავიზარდო და გავიზარდო, რათა ამაზე მხოლოდ ვიფიქრო.