"რეალი", "ინტერი" და "ბაიერნი" ახალ ტურნირს ჩაატარებენ

AutoSharing Option
მილანის "ინტერმა" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ახალ ტურნირს ჩაატარებს.

შეჯიბრება 2021 წელს ჩატარდება და მისი სახელწოდება "ევროპის სოლიდარობის თასი" იქნება. ღონისძიების მიზანი სამედიცინო კუთხით ქველმოქმედება იქნება. ჯერჯერობით მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღები უცნობია.

ტურნირის ფარგლებში სამივე გუნდი გამართავს შეხვედრას საკუთარ ქალაქში. მადრიდში "რეალსა" და "ინტერს" შორის მატჩი გაიმართება, მილანში - "ინტერსა" და "ბაიერნს" შორის, ხოლო მიუნხენში კი "ბაიერნი" უმასპინძლებს "რეალს".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული