უკრაინის ნაკრების მცველი: საქართველოთი გაკვირვებული დავრჩი, დედის შეგინების გამო შეიძლება გცემონ

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" მცველმა დენის პოპოვმა, რომელსაც სამშობლოში "უკრაინელ რამოსს" ეძახიან, prosto-sport.com-თან გიორგი წიტაიშვილთან მეგობრობასა და საქართველოში სტუმრობაზე ისაუბრა.

"როცა პოდუბნის სპორტსკოლიდან აკადემიაში გადავედი, წიტაიშვილი მაშინ დავინახე, თუმცა ერთმანეთი არ გაგვიცნია. მაშინ რუსულად ცუდად საუბრობდა. აკადემიის დატოვების შემდეგ კი კონტაქტი გვქონდა, ძირითადად, "ინსტაგრამზე" ვწერდით, გოლებსა და გამარჯვებებს ვულოცავდით ერთმანეთს.

შემდეგ უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. დავინახე, რომ კარგი ბიჭი იყო და გვერდით დავიყენე, ჩემს ოთახში შევიყვანე და ვუთხარი, რომ იქ იცხოვრებდა.

მერე კი ამბების მოყოლა დაიწყო, ბიჭებიც
გაიცნო და ასე გაგრძელდა. მაშინ აქცენტი ძალიან ეტყობოდა, ისე კარგი არ იყო, როგორც ახლაა. ყოვლთვის ვეხუმრებოდი ამის გამო. თუმცა ის ძალიან პერსპექტიული ბიჭია, ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად შეუძლია.

მე უკვე ვიყავი საქართველოში. ის ჩემს სახლში სტუმრად მეწვია. მისი დის ნათლია გავხდი და ოჯახის წევრებივით ვართ. საქართველოთი კი გაკვირვებული დავრჩი. კარგი ვქენი, რომ ამ ქვეყანას ვესტუმრე.

მთავარი წმინდა ადგილები მოვინახულე. ძალიან მჭირდებოდა ეს. ვნახე ბუნება, კულტურას გავეცანი. იქ ძალიან კარგი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ეს ყველაზე მეტად გხვდება თვალში. საქართველოს რომ ვსტუმრობდი, მაშინ სულ მიტინგები იმართებოდა და ფეხით ბევრი არ გვივლია, უფრო მეტად მანქანით ვმოძრაობდით.

ქართველები ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. თუკი ბიჭთან ერთად მომავალ გოგონას სხვანაირად შეხედე, შეიძლება ამის გამო პრობლემები შეგექმნას.

ჩვენთან ჩვეულებრივია დედის შეგინება, ისინი კი ამ სიტყვებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და სხვანაირად უყურებენ. მსგავსი სიტყვების გამოც შეიძლება გემრიელად მოგხვდეს."

პოპოვი წიტაიშვილისთვის დათმობილ მცირე დროსაც შეეხო:

"ვერ ვიტყვი, რომ მისთვის ადრეა თამაში. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მის მიერ გატანილი გოლი დიდი ოსტატობის დამადასტურებელია.

რაც შეეხება იმას, რომ წიტაიშვილს "დინამოში" დიდ დროს არ აძლევენ, ამის თაობაზე ხომ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს.

დიახ, გიორგი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება, ბევრს ცდილობს. მე ყოველთვის მის მხარეს ვიქნები, მინდა რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეს", -განაცხადა პოპოვმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, პოპოვით "მილანია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მე ვფიქრობ, რომ დედაშენს უნდა დაელაგებინა "ატნაშენიები" გასაზრდელთთთან. ამას ღაღადებს ქართული სიბრძნე. მაგრამ აქ შენ, 100 %-იანი ხარ.
კაი ბიჭს!
23 მაისი 2020 22:26
0
თუ ახსენებთ რომ მოEღალატე და გამყიდველია აი მაგ კონტექსტში სიამოვნებით განვიხილავ მათზე სტატიებს! უნდა იყოს განსხვავება პატრიოტ ნამდვილ ქართველებს და მოღალატეეებს შორის! სხვა რა იყო ყორღანაშვილი და მისნაირი გამყიდველები, ისინიც უკეთესი ცხოვრების გამო ყიდიდნენ სამშობლოს და ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ! თავის საქმეში ესეც ჩვენს წინააღმდეგ გამოვა და მის სამშობლოს დასამარცხებლად იბრძოლებს!
პ.ს. არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ!
ზურა
22 მაისი 2020 15:26
0
მე თუ "ჩემი დედას" ვიყენებ საუბარში ეგ ვისი რა საქმეა? დედაჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამ.ყველამ თქვენ-თქვენი ატნაშენიები დაალაგეთ გამზრდელთან, მე დალაგებული მაქვს.
კაი ბიჭი
21 მაისი 2020 18:10
28
კაი ჩემო ძმაო :)
angel
22 მაისი 2020 10:40
1
შენ გორელები არ გინახია ერთმანეთს დედას როგორ აგინებენ სიყვარულით და სიცილით
joni
21 მაისი 2020 16:54
5
გრიგოლ1408
ფრთხილად იყავი შემთხვევით არ დაგჩიპონ და აივანზე 5G ანტენა არ დაგიდგან))
zura
21 მაისი 2020 16:32
5
კარგია რომ კომენტარების დადებაში მაინც ვრეალიზდებით,)) მადლობა ამისთვის ამ საიტს. სამაგიეროდ ჩვენთან "ჩემი დედას...." დაგინების ნაირსახეოების უდიდესი ტრადიცია გვაქვს. როგორც ვაკვირდები ეს სამარცხვინო დაგინება, ახალ თაობაში თანდათან მიილევა.
ირაკლი
21 მაისი 2020 10:31
0
რა სისულელეებს აბჯუტურებთ. საკუთარი დედის გინებაში, ტრადიცია არასოდეს ჰქონია ქართველს.
გიორგი.
23 მაისი 2020 22:50
0
xo shen sheizleba gcemon magram tviton siamovnebit iginebian chemi dedao ukve sityvis masalatac ki xmaroben zogierti yvelas ar exeba ratqmaunda
beqnuma
21 მაისი 2020 10:17
1
დედის გინება არ არის ქართველობა და ვერც ქართველობის საზომი იქნება, ისევე როგორც გათქვეფით ვერ დაკარგავ ქართველობას.
გუკა
21 მაისი 2020 09:58
4
ნურავინ შემეკამათებით, ყველაფერი აღზრდაშია. ვინც დედას აგინებს, ის დედის ბრალია. ნუ დამიწყებთ "დიშიოვი" მტკიცებას.
ჟანა დარკი.
23 მაისი 2020 22:42
0
უკრაინელი კაცი იძახის რუსულად ცუდათ საუბრობდაო, უკრაინელი უკრაინაში რუსულად რო საუბრობთ საკუთარ ენას პატივს არ სცემენ ეს არასწორები
irakli
21 მაისი 2020 06:57
3
იმიტომაც ვართ ქართველები განსხვავებული ყველასგან. ესენი კი გვიკიჟინებენ და გათქვეფას გვიპირებენ ყველასთან. რომ ეს ქართველობა დაგვაკარგინონ
გრიგოლ1408
20 მაისი 2020 21:23
32
დედის ტრ... ტყვ... რომ არ მოიხსენიო მშობელი, გოიმობაა? მე რომ მოვიხსენიო და შეგეშველო, ალბათ დიდ სიხარულს მოგანიჭებს.
ქართველობას გვართმევენ-ს!
23 მაისი 2020 22:36
1
10 დისლაიკი უწერია ამ კომენტარს და რა ნახეთ არასწორი? რა არი ქართველობაში ცუდი?
ბოკინიო
20 მაისი 2020 23:43
8
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული