ინიესტა: მაოცებს, რომ არგენტინამ მესისთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოიგო

AutoSharing Option
დიდმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად იაპონიის კობეს "ვისელში" თამაშობს, Ole-სთან ინტერვიუში ყოფილ თანაგუნდელ ლეო მესიზეც ისაუბრა და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ მასთან ერთად არგენტინამ სანაკრებო დონეზე დიდ ტურნირებზე ვერ იმარჯვა.

"იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინის ნაკრებს შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს და ასევე, ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მე ეს მაკვირვებს.

მაგალითად, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა, წვრილმანმა ნიუანსებმა, რომლებიც იმაზე ახდენენ გავლენას, რომელი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ რომ ეთამაშათ, სხვა შედეგი შეიძლებო
და დაფიქსირებულიყო.

და კიდევ - ჩვენ "ბარსელონაში", რომლის ღირსებასაც უკვე კარგა ხანია მესი იცავს, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ კი არა, არამედ უფრო მეტჯერ უნდა მოგვეგო", - აღნიშნა ინიესტამ.

ასევე დაგაინტერესებთ