რუსი ფეხბურთელი "ლოკომოტივისთვის" სიომინის სახელის დარქმევას მოითხოვს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელის, იური სიომინის გადაყენებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

რუსული პრესის ცნობით, ახალი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი გუნდიდან 11 ფეხბურთელს და მათ შორის ქართველ მცველ საბა კვირკველიას გაუშვებს.

სიომინს მხარდაჭერას გულშემატკივრები უცხადებენ, ისინი აცხადებენ, რომ გუნდის ქომაგობას შეწყვეტენ. სიომინის სამუშაოდან დათხოვნამ მისი ყოფილი ფეხბურთელი, დენის გლუშაკოვი აღაშფოთა, რომელიც ახლა "ახმატში" თამაშობს. მან თქვა, რომ შოკირებულია, იური პავლეს ძეს პატივს სცემს როგორც კარგ ადამიანს, სპეციალისტსა და მაგისტრს, ის ნამდვილი რუსი ადამიანია და მოითხოვა "ლოკოს" სიომინი დაარქვან.

ასეთ შემთხვევას რეაგირების გარეშე როგორ დატოვებდა
ცნობილი ჟურნალისტი ვასილი უტკინი.

"გლუშაკოვის იდეა სიმპტომურია. ის ხომ თავად ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის კლუბის მოთამაშეა.

სამწუხაროდ, იდეა "სპარტაკისთვის" არ გამოდგება, ვინაიდან "სპარტაკი" ისედაც ადამიანი იყო, მაგრამ შეიძლება "ზენიტზე" წავივარჯიშოთ, მაგალითად. თქვენი ვერსიები?", - წერს უტკინი "ტვიტერზე".