13 წუთში გატანილი 3 ჯარიმა და შესრულებული პოკერი - ახალგაზრდა კუნძულელმა თავი გამოიჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლო დროს რამდენიმე საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა და მათ შორის არის ფარერების კუნძულების მეისტარადეილდინი, რომლის შეხვედრაშიც ადილობრივმა ფეხბურთელმა ადრიან რუნასონ იუსტინუსენმა პოკერი 13 წუთში შეასრულა.

უმაღლესი დივიზიონის მესამე ტურის მატჩში "ჰბ ტორსჰავნი" გასვლაზე ეთამაშებოდა "აბ არგირს" და მეტოქე 5:0 დაამარცხა, 5-ვე გოლში კი მონაწილეობა 21 წლის იუსტინუსენმა მიიღო.

ნახევარმცველმა მე-4 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა,  გოლები კი მე-8, მე-12, მე-17 და 21-ე წუთებზე გაიტანა, 3 მათგანი კი საჯარიმო დარტყმიდან შეაგდო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს მე-16 წუთზე ფეხბურთელი გაუგდეს და 21-ე წუთზე საბოლოო ანგარიში
დაფიქსირდა, 69 წუთის განმავლობაში გოლი აღარ გასულა.

3 ტურის შემდეგ იუსტინუსენს 6 გატანილი გოლი აქვს და ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას. "ჰბ ტორსჰავნი" კი 9 ქულით ჩემპიონატს "ბ-36 ტორსჰავნთან" ერთად ლიდერობს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული