უმაღლესი დივიზიონის მესამე ტურის მატჩში "ჰბ ტორსჰავნი" გასვლაზე ეთამაშებოდა "აბ არგირს" და მეტოქე 5:0 დაამარცხა, 5-ვე გოლში კი მონაწილეობა 21 წლის იუსტინუსენმა მიიღო.
ნახევარმცველმა მე-4 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, გოლები კი მე-8, მე-12, მე-17 და 21-ე წუთებზე გაიტანა, 3 მათგანი კი საჯარიმო დარტყმიდან შეაგდო. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს მე-16 წუთზე ფეხბურთელი გაუგდეს და 21-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, 69 წუთის განმავლობაში გოლი აღარ გასულა.
3 ტურის შემდეგ იუსტინუსენს 6 გატანილი გოლი აქვს და ბომბარდირთა სიას სათავეში უდგას. "ჰბ ტორსჰავნი" კი 9 ქულით ჩემპიონატს "ბ-36 ტორსჰავნთან" ერთად ლიდერობს.
მამუკა ტორონჯაძე: ფარერებზე უკეთესი პირობებია, ვიდრე საქართველოში
ფარერების ნაკრების კაპიტანს, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს, ევრო 2016-ის მატჩში სათამაშოდ არ უშვებენ