მსოფლიოში კორონავირუსის გამო შეჩერებული სეზონი მაყურებლებთან ერთად პირველად ვიეტნამში განახლდა.
თასის 1/16-ფინალში "ნამ დინმა" "ჰოანგან ზიალაი" 2:0 დაამარცხა.
მთელმა რიგმა ქვეყნებმა სეზონის განახლებაზე უარი განაცხადეს, ევროპაში კი ჯერ მხოლოდ გერმანიაში განახლდა ჩემპიონატი, მაგრამ მაყურებლების გარეშე.
სეზონი ევროპაში მხოლოდ ბელარუსში არ შეჩერებულა და გულშემტკივრებისთვისაც არ აუკრძალავთ მატჩებზე დასწრება.