სექსსკანდალი - ჰაიტის ფეხბურთის ფედერაციის 72 წლის პრეზიდენტი ფეხბურთელ გოგონებზე ძალადობდა

AutoSharing Option
ჰაიტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ივ ჟან-ბარტს 90 დღით აუკრძალეს ფეხბურთში ნებისმიერი საქმიანობა, - ამის შესახებ ფიფა ოფიციალური საიტით ავრცელებს ინფორმაციას.

ფიფას ეთიკის კომიტეტი 72 წლის ჟან-ბარტრის მიმართ გამოძიებას ატარებს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რამდენიმე ფეხბურთელ გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა.

"ფიფას კოდექსის 84-ე და 85-ე სტატიების შესაბამისად, დამოუკიდებელი კომიტეტის საგამოძიებო პალატა ჰაიტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ივ ჟან-ბარტს ყველა დონეზე საფეხბურთო საქმიანობას უკრძალავს. ეს სანქცია დაწესებულ იქნა ბატონ ჟან-ბარტრის მიმართ მიმდინარე გამოძიების გამო. ის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია. სანქცია ძალაში დაუყოვნებლივ შედის", -
ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

ტეგები: