იანის ჰაჯიმ "რეინჯერსთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ცნობილი რუმინელი ფეხბურთელის, გეორგე ჰაჯის შვილმა იანის ჰაჯიმ "რეინჯერსთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

21 წლის ნახევარმცველი ამ სეზონში "გენკმა" "რეინჯერსში" გაანათხოვრა, სადაც 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

გლაზგოურმა კლუბმა ჰაჯის კონტრაქტი 3 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ამ თანხას სამი წლის განმავლობაში დაფარავს. როგორც იტყობინებიან, მას ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაჯის სამსახურით "ლაციო" იყო დაინტერესებული.

ასევე დაგაინტერესებთ