რუსეთის ჩემპიონატი განახლდება და თანაც მაყურებლებიანად

AutoSharing Option
მიუხედავად რუსეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ტურნირის რესტარტი 21 ივნისსაა დაგეგმილი და პირველ ეტაპზე სტადიონების ტრიბუნების ტევადობის 10%-ით შევსებაა დასაშვები.

22 ტურის შემდეგ ჩემპიონატს "ზენიტი" ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევრებს - "ლოკომოტივსა" და "კრასნოდარს" 9 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ სეზონის განახლება და მატჩებზე მაყურებლების დაშვება რუსულმა საფეხბურთო საზოგადოებამ დადებითად შეაფასა.