ცნობილი მსაჯი ბორდელში დააპატიმრეს - მას იარაღი და კოკაინი აღმოუჩინეს

AutoSharing Option
სლოვენიელი მსაჯი სლავკო ვინჩიჩი ბოსნიაში ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააპატიმრეს, - იტყობინება 24sata.

გამოცემის მტკიცებით, ვინჩიჩი ბორდელში დააპატიმრეს, სადაც 25 სტუმართან და 9 მეძავთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციამ მათ 14 ერთეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და 14 შეკვრა კოკაინი აღმოუჩინა.

ვინჩიჩი ჩემპიონთა ლიგაზე 2019/20 წლების სეზონში "ლივერპულისა" და "გენკის", ხოლო 2020 წლის ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე ყაზახეთისა და რუსეთის მატჩის მსაჯი იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მსაჯი რა კაცი არ არის? ეგეც ხომ ადამიანია?
zaza
30 მაისი 2020 22:19
3
იმდენი უძახეს სუდია პი******ო ამოუვიდა ყელში
goga
30 მაისი 2020 21:58
0
14 იარაღი შვარცენეგერს და სტალონეს არ ეკიდათ სუპერ ბოევიკებში.ეს რა,სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა ბორდელში?რაღაც სისულელე ჩანს.
სოსო
30 მაისი 2020 08:44
2
უყურე- 25 სტუმართან ერთად იმყოფებოდა.ესეიგი 25 კაცი იყო ბორდელში- პოლიციამ მათ-ანუ-მათ-ნიშნავს 25 სტუმარს და არა ერთ კაცს.-მათ-მრავლობითია,თორემ დაწერდნენ -მას-. პოლიციამ 14 ერთეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღო-ანუ 25-ი სტუმრიდან 14 კაცს ქონდა ლევი იარაღი და კოკაინი.-გაიგე ეხლა რაშია საქმე? ძმურად სკოლაში არ დადიოდი ეს ხომ ელემენტარულია.
დუდუ
30 მაისი 2020 11:26
1
პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო თითსაც ვერ დააკარებდნენ
Tbilisi
29 მაისი 2020 20:58
1
მიდი აბა ამ მსაჯს შეაგინე)))
Megreli
29 მაისი 2020 20:31
1

სიახლეები პოპულარული