ლიეტუველი ექსფეხბურთელი: აშშ-ში თამაშის კი არა, სახელის გამო უხდიან ფულს

AutoSharing Option
"ნიუ ინგლენდ რევოლიუშნის" ყოფილმა თავდამსხმელმა ედგარას იანკაუსკასმა ამერიკის ლიგაში ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა.

"ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იქ 34 წლის ასაკში გავემგზავრე, ფაქტობრივად, ფეხბურთის თამაშის დასასრულებლად. ტრავმა მივიღე და გავიფიქრე, მორჩა, საკმარისია.

"ნიუ ინგლენდ რევოლიუშნიდან" მიწვევა მაშინ მივიღე, როდესაც 5 თვე უქმად ვიყავი. აშშ-ში ორჯერ ვივარჯიშე და გუნდში ამიყვანეს.

ხელფასები? გააჩნია. ჩემი ერთი ნაცნობი ბრაზილიელი, რომელიც "გალაქსიში" თამაშობდა, ყველას სჯობდა, მთელ გუნდს "მიათრევდა" და წელიწადში 50 ათას დოლარს იღებდა. მის გვერდით გასახდელში ბექჰემი იჯდა. მას 6 მილიონს უხდიდნენ.

შტატებში თამაშის კი
არა, არამედ სახელის გამო უხდიან ფეხბურთელს. სწორედ ამიტომ მიდიან იქ ყოფილი ევროპელი ვარსკვლავები.

მახსოვს "ჟალგირისში" ჩემი პირველი გასამრჯელო - 172 დოლარი თვეში. მყოფნიდა და მრჩებოდა კიდეც. ფულის ყაირათიანად ხარჯვა ვიცოდი", - გაუმხილა იანკაუსმასმა "სპორტბოქსს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული