კოსტაკურტა: მესი ბავშვი მეგონა, 15 წუთში კი ანჩელოტის ვთხოვე, შევეცვალე

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მცველმა ალესანდრო კოსტაკურტამ არგენტინელ თავდამსხმელებთან - დიეგო მარადონასთან და ლეო მესისთან თამაში გაიხსენა.

"მე ორივესთან თამაშის ბედნიერება მხვდა წილად - დიეგოსთან და ლეოსთან.

ვიდრე მეტოქეს ყვითელ ბარათს უჩვენებდნენ, მარადონაზე შეეძლოთ 66-ჯერ დაერღვიათ თამაშის წესები. ლეოსთან მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.

გენიალურობის მხრივ, ისინი მსგავსები არიან და მოედანზე თავის წარმოჩენითაც, მაგრამ მესი მარადონაზე უფრო მშვიდია.

როდესაც მესის პირველად შევხვდი, 16 წლის იყო. თავიდან ბავშვი მეგონა და იმას ვუკეთებდი, რაც მინდოდა, თუმცა 15 წუთის შემდეგ ანჩელოტის ვთხოვე, შევეცვალე", -
განაცხადა კოსტაკურტამ Sky Italia-ს ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ