მათი გაბარიტები გაგაოცებთ - გაიცანით მსოფლიოს 5 ყველაზე დიდი ფეხბურთელი [PHOTO]

AutoSharing Option
ფეხბურთი საკმაოდ ხისტი თამაშია და ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი მთავარი მონაცემი ძლიერი ფიზიკაა. ბევრი მოთამაშე გამძლეობას იუმჯობესებს, რათა ხშირად შეძლოს სწრაფად გაქცევა და მატჩის მიმდინარეობისას არ დაიღალოს.

არიან ისეთებიც, რომლებიც გამძლეობას არ სჯერდებიან და კუნთების გასამაგრებლად დარბაზში დიდ დროს ატარებენ. თუმცა არიან გამონაკლისებიც.

ამ გამონაკლისებში კი ის ბიჭები შედიან, რომლებსაც ბავშვობიდან ჰქონდათ არასტანდარტული გაბარიტები და აღნიშნულ სტატიაში თქვენ მსოფლიოს 5 ყველაზე დიდი, ძლიერი ფეხბურთელის შესახებ წაიკითხავთ. თუმცა წაკითხვამდე ერთი წესი გაითვალისწინეთ - არასდროს გადაუდგეთ მათ გზაზე!

5. თორ ჰონგე ააროი

Sportall.Ge

გეცნოთ, არა,
სახელი?! "თორი" ნორვეგიაში საკმაოდ გავრცელებული სახელია და ჩვენი გიგანტიც სწორედ ამ ქვეყნიდან გახლავთ. რას ფიქრობთ, ფოტოზე ასახული სხვა ფეხბურთელები არიან დაბლები?! არა, უბრალოდ ამ ბიჭს საოცარი გაბარიტები ჰქონდა. თორი სიმაღლეში 2.05 სანტიმეტრი იყო და 95 კგ-ს იწონიდა.

თუმცა მეორეხაზელი მორაგბის მონაცემებს არ შეუშლია მისთვის ხელი, ყოფილიყო თავდამსხმელი და ნორვეგიის ეროვნულ გუნდშიც კი ჩაეტარებინა 2 ამხანაგური მატჩი. არ გაგიკვირდებათ, თუ წაიკითხავთ, რომ ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების უმრავლესობა მეორე სართულიდან მოდის. ეს დინოზავრი უკვე აღარ თამაშობს და "ჩლიქები" 2014 წელს ჩამოჰკიდა ნორვეგიის ტყეში, სათაფლიის ნაკრძალიდან საკმაოდ შორს.


4. ადამა ტრაორე

Sportall.Ge

თორისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენს სიაში ადამა ტრაორე ყველაზე წარმატებული მოთამაშეა, რომელსაც წინ უკეთესი კარიერა ელოდება.

ამჟამად ადამა "ვულვერჰემპტონის" რიგებში თამაშობს და მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევრო გახლავთ. მისით აღფრთოვანებული გვარდიოლაც კი იყო, არადა, შორეულ 2013 წელს, როცა ტრაორე "ბარსელონას" დუბლებში თამაშობდა, 68 კილოგრამს იწონიდა და 300 000 ევრო ღირდა.

ინგლისში სათამაშოდ გადასვლის შემდეგ ადამამ განვითარება გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო. ახლა მისი სიმაღლე 178 სმ გახლავთ, წონაში კი 90 კილოგრამია. მას სამართლიანად თვლიან ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ნავარჯიშებ ფეხბურთელად.

3. პოლ მილარი

Sportall.Ge

კიდევ ერთი ჩვენი დღევანდელი მეგობარი, რომლის გამოსახულებაც სტატიის მთავარ ფოტოდ დევს. შოტლანდიელი გოლიათი ერთი პერიოდი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ფეხბურთელი იყო და პირდაპირი მნიშვნელობით, ხშირად ვერ ამჩნევდა მოწინააღმდეგეებს მოედანზე.

როგორც მისი "ქიმიური ძმა" თორი, ფაქტობრივად, პოლსაც ყველა გოლი თავით აქვს გატანილი, ხშირად კი კუთხურების დროს არც კი ხტებოდა. წარმოიდგინეთ, როცა გეზარება...

ამ სიმაღლესთან ერთად მისი წონა 97 კილოგრამი იყო. ალბათ, არც ისე სასიამოვნო საშობაო საჩუქარი იქნებოდა შოტლანდიელი მცველებისთვის "ბოქსინგ დეის" თამაშების დროს.

2. ჯორჯ ეკომბი
Sportall.Ge

დღევანდელი ჩვენი ვერცხლისპრიზიორი წარმოშობით კამერუნიდან, მსოფლიოში ცნობილ ქალაქ მამფიდან არის. 16 წლიდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და ინგლისის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა კიდეც.

ბედის ირონიით, ეკომბი ცენტრალური მცველი გახლავთ და მის მოვალეობებში მოწინააღმდეგისათვის ბურთის ძალისმიერად ართმევაც შედის.

კამერუნელის წინააღმდეგ ფიზიკურ ორთაბრძოლაში შესვლისას არაერთ ფეხბურთელს მიუღია ტრავმა. თუმცა, როგორც თავად ჯორჯი ამბობს, თავის გაბარიტებს მხოლოდ პროფესიული მიზნით იყენებს და სხვისთვის განზრახ ზიანის მიყენებაზე არასდროს უფიქრია.

183 სანტიმეტრის ფონზე, ეკომბის წონა 94 კილოგრამი გახლავთ. მიუხედავად ამისა, ჯორჯს გიმლის ("ბეჭდების მბრძანებლის" პერსონაჟი) ძალამდე დაახლოებით იმდენი უკლია, რამდენიც ილონ მასკს მარსამდე.


1. ადებაიო აკინფენვა

Sportall.Ge

და, როგორც იქნა... მივაღწიეთ ჩვენს პირველადგილოსანთან! ალბათ, ბევრი თქვენგანი იცნობს, თუმცა ვინც არ იცით, გაიცანით ადებაიო აკინფენვა.

ადებაიოს პირველივე შეხედვით ეტყობა, რომ სავარჯიშო დარბაზს არასდროს სცილდება... ახლა ინგლისელი ფორვარდის წონა 108 კილოგრამი გახლავთ, სიმაღლე კი - 181 სმ.

ამ მონაცემების ფონზე, აკინფენვა არც ისე ცუდად თამაშობს ფეხბურთს და ინგლისის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლიც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ წარმოშობით კამერუნელი ფორვარდი 38 წლის გახლავთ.

თავდამსხმელს გოლები მხოლოდ მცველთა შეშინების ხარჯზე არ გააქვს... მისი შორეული გასროლები ხშირად ეხვევა მეტოქე გუნდის კარის ბადეში. მართალია, ისინბაევასავით ვერ ხტება, თუმცა აკინფენვას არც თავით გატანა უჭირს.

მისი სიმაღლისა და წონის პროპორციებიდან გამომდინარე, ადებაიო აკინფენვა თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე დიდი და ძლიერი ფეხბურთელია.

მომზადებულია 90min.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული