ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის "ლოკომოტივში" კიდევ დიდხანს იასპარეზებს საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია, ახლა კი championat-ზე კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა ერთობ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. სახელდობრ, "ლოკოს" ტექნიკურ დირექტორად "ბარსელონას" ლეგენდას, ხოსე მარია ბაკეროს დანიშნავენ, რომელიც ამჟამად კატალონიური კლუბის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
თურმე, მოსკოვში ვიზიტისას "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა "ლოკოს" ხელმძღვანელობას 59 წლის ბაკეროს მიწვევა ურჩია.
ბაკერო ბასკია, 8 სეზონის განმავლობაში "სოსიედადის" ღირსებას იცავდა, "ბარსელონაში" კი 1988-97 წლებში თამაშობდა და მის რიგებში 260 მატჩში 72 გოლი გაიტანა. მან ექვსჯერ პრიმერა მოიგო,
ერთხელ - ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ორჯერ - უეფას თასი. ესპანეთის ნაკრებში 30 მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლია.
ბაკერო მწვრთნელად "პუებლაში", "მალაგა B"-ში, "სოსიედადში", "პოლონიაში", "ლეხსა" და "ხუან აურიჩში" მუშაობდა, 2017 წელს კი "ბარსელონაში" დაბრუნდა.
და კიდევ - "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ მთავარ სკაუტად იტალიელი რიკარდო ჩერვალეტი მიიწვია.