ჩეხეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა ავტოგოლი "მლადა ბოლესლავის" მცველმა ალეკსეი ტატაევმა.
21 წლის ტატაევმა "სლოვანთან" მატჩის 90+5-ე წუთზე დალაშქრა საკუთარი გუნდის კარი და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
4 დღის წინ ტატაევმა "ზლინთან" (ამ გუნდში ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობს) მატჩისასაც (1:1) გაიტანა ავტოგოლი. "მლადა ბოლესლავმა" მისი კონტრაქტი დეკემბერში "კრასნოდარისგან" გამოისყიდა.
4 დღის წინ ტატაევმა "ზლინთან" (ამ გუნდში ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობს) მატჩისასაც (1:1) გაიტანა ავტოგოლი. "მლადა ბოლესლავმა" მისი კონტრაქტი დეკემბერში "კრასნოდარისგან" გამოისყიდა.
სხვათა შორის, ალეკსეი გოჩას ძე ტატაევი ცხინვალშია დაბადებული და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.
"ლიონმა" ისტორიაში საუკეთესო ავტოგოლი გაიტანა [VIDEO]
"ჰადერსფილდის" ფეხბურთელმა ავტოგოლი ლამის ცენტრიდან გაიტანა [VIDEO]