ავტოგოლი ზედიზედ მეორე მატჩში - ცხინვალში დაბადებულმა ფეხბურთელმა ჩეხეთში ისევ "გამოიჩინა თავი"

AutoSharing Option
ჩეხეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა ავტოგოლი "მლადა ბოლესლავის" მცველმა ალეკსეი ტატაევმა.

21 წლის ტატაევმა "სლოვანთან" მატჩის 90+5-ე წუთზე დალაშქრა საკუთარი გუნდის კარი და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

4 დღის წინ ტატაევმა "ზლინთან" (ამ გუნდში ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობს) მატჩისასაც (1:1) გაიტანა ავტოგოლი. "მლადა ბოლესლავმა" მისი კონტრაქტი დეკემბერში "კრასნოდარისგან" გამოისყიდა.

სხვათა შორის, ალეკსეი გოჩას ძე ტატაევი ცხინვალშია დაბადებული და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეგ ბიჭი ცხინვალის მერობას უმიზნებს თვალყური ვადევნოთ..:))
saba
15:10 07-06-2020
5
Kaladze tuar vcdebi aseve postsabchota qveynebidan erdaderti fexburtelia romelmcs liga orjet moigo. Mgonia esea, radgan zustad vici rom shevchenkos da alenichevs titojer aqvr mogebuli liga.
Milani
12:12 07-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული