ამ დილით ცნობილი გახდა, რომ 2 ივნისს პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის დედის, ნადინ გონსალვესის გულისსწორი, 22 წლის კიბერსპორტსმენი ტიაგო რამოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ხელზე 12 ნაკერი დაადეს, მეორე დღეს კი სახლში გაწერეს. ნადინმა განაცხადა, რომ ტიაგო გაბრაზდა, ფანჯრის მინა ხელით ჩაამსხვრია და ამის შედეგად მიიღო ჭრილობები. მეზობლები კი ამტკიცებენ, რომ ჩხუბს ჰქონდა ადგილი, ნადინმა ტიაგოს ხელი ჰკრა და კიბეებზე დააგორა.
კატალონიური "სპორტის" ცნობით, მომხდარმა ფაქტმა ფეხბურთელი აღაშფოთა და ტიაგოს ჰომოსექსუალი უწოდა, რომელიც
სინამდვილეში ღია ბისექსუალია. ნეიმარს მეგობრებმა მოუწოდეს, ხელზე 12-ნაკერდადებულ ტიაგოს უკან დიდი ჯოხი გაუკეთოს და მოკლას.
ამტკიცებენ, რომ ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც არსებობს.
ლგბტ აქტივისტმა აგრიპინო მაგელანმა ნეიმარის ნათქვამის ჰომოფობიაზე შემოწმება იურისტს სთხოვა. თუ იურისტმა რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვა, მაგელანი ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლებს.
საერთოდ კი, ტიაგო ბალზაკის ასაკის ქალების დიდი მოყვარულია - 2019 წლის ოქტომბერში ბრალი თავის 44 წლის საყვარელზე თავდასხმაში ედებოდა, რომელსაც 8 თვის განმავლობაში ხვდებოდა. ქალი მაშინ ამბობდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი.
ასეთი არაადამიანური კომენტარები ლახავს სექსუალური უმცირესობების, ჩვენი ძმების და დაების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
ნეიმარი ამ საციელით იმსახურებს ადექვატურ სასჯელს - საჯარო გაკიცხვას, მაგრამ არა ჩაქოლვას, რადგან მასაც უნდა მიეცეს შანსი დაფიქრებისა და გამოსწორების