ანანიძის ექსთანაგუნდელი: მოსკოვში კავკასიელებს სცემდნენ, შემეშინდა, საშინელება იყო

AutoSharing Option
აზერბაიჯანული ეროვნების ფეხბურთელმა ალეკსანდრ სამედოვმა, რომელიც მოსკოვის "სპარტაკში" ჯანო ანანიძესთან ერთად თამაშობდა, გაიხსენა, თუ როგორ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას კავკასიელებს მოსკოვში.

"გახსოვთ მოსკოვში, ცარიცინოს ბაზრობაზე დარბევა? მაშინ სკინჰედები იყვნენ. ეს დაახლოებით 1997-99 წლებში იყო.

ცარიცინოსთან მივედი, მეტროს კიბიდან ქუჩაში გავდივარ. საშინელი ველური ყვირილის ხმა შემომესმა. თავი ავწიე - ხალხი დაჩოქილია, მათ კი თავში ურტყამენ. ბავშვი ვიყავი და შემეშინდა. იქ ყველას შეეშინდა.

მეტროდან ყველა გამომსვლელი უკან გაიქცა. მეტროში მილიციისთვის ბუნკერია. ზოგი იქ შევიდა, მე კი ვაგონებისკენ ქვევით წავედი, ბოძთან დავიმალე.

შემეშინდა, 13-14
წლის ვიყავი. კავკასიელებს სცემდნენ, მე კი გარეგნობით... თავი მოვატრიალე და ვაგონები სკინჰედებით იყო სავსე.

ვიფიქრე, ვაგონის ქვეშ ჩამაგდებდნენ. ისეთი შიში ვჭამე. ვინც ვაგონში სლავური გარეგნობის არ იყო - იქ საერთოდ საშინელება ტრიალებდა.

მატარებელი სხვა მხარეს წავიდა. მე დომოდედოვოსკენ წავედი. ქუჩაში დაახლოებით ერთი საათი ვსეირნობდი. ციოდა, მაგრამ როგორღაც უკან უნდა დავბრუნებულიყავი. ერთი საათის შემდეგ დავბრუნდი. ვხედავ, იქ საშინელი დარბევაა.

სახლში მშობლებს ეს ამბავი აკანკალებული ხმით მოვუყევი. მამა სამუშაოს შემდეგ დაღლილი იყო და ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია. აი, ასეთი ამბები ხდებოდა", - მოუყვა ჟურნალისტებს თავისი ისტორია სამედოვმა "იუთუბის" არხზე.

სხვათა შორის, სამედოვმა აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და რუსეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობდა. 2013 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის ნაკრებმა ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში აზერბაიჯანი 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი რომან შიროკოვმა სწორედ სამედოვის პასით გაიტანა და რუსებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მაყურებლებმა მას ობსტრუქცია მოუწყვეს და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუსებზე რასისტი ხალხი არ არსებობს. აქ მაგათ ტურისტებს რომ არ წიხლავენ - მადლობა თქვან
rasa
22:42 11-06-2020
6
ხოდა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრობ და მაგ ნაკრებში თამაშობ.ბარემ ერთი ისიც გეთქვა , კავკასიელი კი არა, რუსი ვარო და მორჩებოდა. ჟურნალისტებო, თქვენ კიდევ ვინმე მნიშვნელოვანზე დაწერეთ ვინმეზე, მაგალითად, ჩვენი მქუხარე თანამემამულე ჯიქია როგორ განიცდის ანანიძის წასვლას.
: )))))))
09:55 11-06-2020
10

სიახლეები პოპულარული