ნიდერლანდელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მესი რონალდოზე 2-ჯერ უკეთესია

AutoSharing Option
Sport.es-ის ინფორმაციით, ნიდერლანდურმა ინფორმაციულმა კომპანია SciSports-მა, ბელგიური ლევინის უნივერსიტეტის დახმარებით, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის სათამაშო ღირსებების შესახებ კვლევა ჩაატარა.

მონაცემთა ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ არგენტინელი თამაშით ორჯერ სჯობს პორტუგალიელს. კვლევის თანახმად, მოქმედების კოეფიციენტი შესაძლებლობათა შეფასებით გამოითვლება, რომელიც თამაშის ყველა ასპექტის მიხედვით დგება.

უფრო ნათელი რომ გავხადოთ, ამაში იგულისხმება თამაშის დროს ფეხბურთელის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება, თუ რა გავლენა მოახდინა მისმა ქცევამ მატჩის შედეგზე.

"ბარსელონას" ლიდერის მაჩვენებელი 1,21 გახლავთ, კრიშტიანო რონალდოსი კი - 0,61. კვლევამ აჩვენა, რომ მესი უფრო მეტად
მოქმედებს ბურთთან ერთად, უფრო მეტ მომენტს ქმნის და თამაშის შედეგზე უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე რონალდო.


მკითხველის კომენტარები / 31 /
მესი ნაკრებში 0_ია. რონალდო ყველგან რონალდოა და მესიზეც უკეთესია.
2
ადმინ,თქვენც რომ კბილი გაგკარით,ეგ გეწყინათ?
სოსო
16:34 12-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული