"ტამბოვში" 5 ქართველი თამაშობს - ხუთივე რუსეთის მოქალაქეა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის განახლებისთვის მომზადებას აგრძელებს "ტამბოვი", რომელიც მოსკოვში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში "ლოკომოტივთან" 0:1 დამარცხდა. ამ ამბავზე თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებდით, რომ არა ერთი ფაქტი - ამ გუნდში 5 ქართველია, თუმცა ხუთივე რუსეთის მოქალაქეა.

გუნდის ძირითადი მეკარე და კაპიტანი 31 წლის გიორგი შელიაა, დაცვაში შეუცვლელად თამაშობს მისი თანატოლი გურამ თეთრაშვილი (ადრე "ანჟის" კაპიტანი იყო), ხოლო თავდასხმაში - "სპარტაკიდან" განათხოვრებული 23 წლის გიორგი მელქაძე. ის გულშემტკივრებმა მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "ლოკოსთან" შეხვედრაში 66-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ახლახან დუბლებიდან გადაყვანილი 20
წლის ნახევარმცველი ვლადიმირ კობახიძე.

სხვათა შორის, დუბლებში კიდევ ერთი ქართველია - 19 წლის ნახევარმცველი მერაბ ჩიხრაძე, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა.

22 ტურის შემდეგ "ტამბოვი" 25 ქულით მე-11 ადგილზეა და 21 ივნისს სტუმრად "უფას" შეხვდება.

alt"ტამბოვის" კაპიტანი შელია: ხელფასების შემცირება? - რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს

alt"ტამბოვის" მეკარე შელია: თბილისში კარანტინში ვარ - აქ სიტუაციას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ

alt"როტორს" მელქაძე მიქელთაძის ნაცვლად სურს

altგიორგი მელქაძე: "სპარტაკში" ყოფნისას მეძახდნენ - "წადი, საზამთროები გაყიდე"...

altგიორგი მელქაძე რუსული პრემიერლიგის კლუბის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

alt"ანჟის" კაპიტანი თეთრაშვილი: ხელფასს არ გვიხდიან და ცსკა-სთან მატჩის ბოიკოტი გამორიცხული არაა

ასევე დაგაინტერესებთ