"რა? სად? როდის?"-ში სპორტულ თემაზე საინტერესო შეკითხვა დაისვა [PHOTO]

AutoSharing Option
"რა? სად? როდის?" რუსული კლუბის ზაფხულის სერიის მე-4 თამაშში მოთამაშეებს შეკითხვა საფეხბურთო თემაზე დაუსვეს. ექვსეულის წევრებს ლეონარდო და ვინჩის ვირტუალური ადამიანის გამოსახულება აჩვენეს და ჰკითხეს:

"სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ სფეროში ძალიან ცნობილმა ადამიანმა კოლეგებს ერთ-ერთ სემინარზე ლეონარდოს "ვირტუალური ადამიანით" ორიენტირება ურჩია, რათა მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი ყოფილიყო. ამისათვის ნახატი ზონებად უნდა დაიყოს და სხვადასხვანაირად გაფერადდეს. რა სპეციალობის ადამიანები იყვნენ შეკრებილნი ამ სემინარზე და რაში შეიძლება დაეხმაროს მათ ლეონარდოს ნახატი?"

Sportall.Ge

მოთამაშეებმა სწორი ვერსია მალევე დაასახელეს და კაპიტანმა უპასუხა:
"ეს ფეხბურთის მსაჯებისთვის განკუთვნილი სემინარი იყო. ფეხბურთელის მხრიდან ხელით თამაშის შემთხვევაში ეს სურათი არბიტრებს შეიძლება დაეხმაროს იმის გარკვევაში, დანიშნოს ჯარიმა თუ ქმედება შემთხვევითობად მიიჩნიოს მოთამაშის დასჯის გარეშე."

წამყვანმა გუნდს პასუხი ჩაუთვალა. "ვირტუალური ადამიანი" კი საილუსტრაციო მასალად იტალიის მსაჯთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლა რიცოლიმ აჩვენა კოლეგებს. მან ნახატი სამ სექტორად დაყო: წითელი - დარღვევა, ლურჯი - დამოკიდებულია ეპიზოდის კონტექსტზე, მწვანე - ხელები ბუნებრივ მდგომარეობაშია.

აღსანიშნავია, რომ გუნდი ამ შეკითხვამდე 0:5 მარცხდებოდა, თუმცა თამაში 6:5 მოიგო.

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული