ლეგენდარული ფეხბურთელი აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი გახდება?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიციაზე შეთავაზება მიიღო. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

ამჟამად სატელევიზიო ექსპერტი, ხოლო წარსულში "სანდერლენდისა" და "იპსვიჩ თაუნის" მწვრთნელი მზადაა სამწვრთნელო კარიერის განსაახლებლად. აზერბაიჯანის ნაკრებმა კი პირდაპირ შეთავაზებით მიმართა.

წყაროს ცნობით, შეთავაზება საკმაოდ მიმზიდველია, თუმცა ჩვენმა მეზობლებმა კინი უნდა დაარწმუნონ, რომ მათი გაწვრთნა სწორი ნაბიჯი იქნება მისი კარიერული ზრდისთვის. აღსანიშნავია, რომ როის 48 საათი მისცეს პასუხის მოსაფიქრებლად.

ასევე დაგაინტერესებთ